დისტანციური სწავლება

 

    2019/2020 სასწავლო წელი ჩვეულებრისამებრ 15 სექტემბერს დაიწყო, ყოველდღიური სასწავლო პროცესი, ჩვეული სასწავლო გარემო . მოფუსფუსე მასწავლებლები და მოსწავლეები, მოლოდინები და იმედები, ჩვეული ჟრიამული და ხალისი....
   27 თებერვალი ზამთრის ბოლო თუმცა სუსხიანი დღე...
 არაფერი უჩვეულო.....
    თუმცა ეს დღე აღმოჩნდა 2019/2020 სასწავლო წლის ჩვეული სასწავლო პროცესის ბოლო დღე.....
...მახსოვს ჩემი მაგიდა მოუწესრიგებელი დავტოვე ქაღალდები და სამუშაო ფურცლები მქონდა გაშლილი, ვიფიქრე ორშაბათს მოვაწესრიგებ მეთქი, მაგრამ სწორედ აქედან დაიწყო ჩვენთვის უჩვეულო ყველაფერი, რომელიც მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა  განაპირობა.....
  ზუსტად სამი თვის შემდეგ  ფიზიკის კაბინეტი შევაღე და მაშინ გავიაზრე
  რას ნიშნავს „ დრო გაჩერდა...“
  ფიზიკის კაბინეტში დრო მართლაც 27 თებერვალს აჩვენებდა....
covid19 -ვირუსი რომელმაც მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა, დედამიწა გააჩერა და რა თქმა უნდა ეს პროცესი ჩვენც, მე და ჩემს მოსწავლეებს შეგვეხო...
   ეტაპობრივად გადავედით ონლაინ სწავლებაზე, teams პროგრამით მუშაობაზე, ალღო აუღეთ და ვთვლი რომ არც თუ წარუმატებელი იყო ჩემი და ჩემი მოსწავლეების მუშაობა ონლაინ რეჟიმში. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისტანციურ სწავლებაში,
 შეიცვალა გაკვეთილის ფორმატი  და რა თქმა უნდა  წარმოიშვა რიგი პრობლემებისა , როგორიცაა დაფის გაზიარებისას დაფაზე წერასთან დაკავშირებული დისკომფორტი, ასევე რთული და მოუხერხებელი იყო მხოლოდ ზეპირად საუბარი, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში.  სწორედ,  ამიტომ ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის  უფრო  მოსახერხებელი იყო  გაკვეთილის მთავარი თემების, თეზისების, წესების და საკვანძო სიტყვების  პრეზენტაციის  PowerPoint-ში გაზიარება, რაც ეხმარებოდა მოსწავლეებს  შესაბამისი თემის გააზრებაში. აქვე  მინდა ავღნიშნო, რომ  forms-ის ფორმატში შექმნილი ტესტური დავალებები მეხმარებოდა  მოსწავლეთა მხრიდან ახალი მასალის გაგება- გააზრების ხარისხს დადგენაში და მაძლევდა საშუალებას შესაბამისი ვალიდური  უკუკავშირის გაგზავნაში და გაკვეთილის ბოლოს   თემის რეფლექსიის ჩამოყალიბებაში.  
 ჩემი ბლოგის ამ გვერდზე წარმოგიდგენთ, დისტანციური სწავლებისას გამოყენებულ პრეზენტაციებს და   ტესტურ დავალებებს






ტესტური დავალებები


1.
https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUooKH97yEVlKuYeEV_M8IRVUMFVJSU45WFc1U0dNQUhTNlpTME5RM1c5Qy4u
2.
https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUooKH97yEVlKuYeEV_M8IRVUMDZNQ0g4QTVQTktQMlpNSUFQMjJPNjhNTy4u
3.
https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUooKH97yEVlKuYeEV_M8IRVURUkxT1U2UElTTURONzRES1FNWUE1WlNJMi4u

Комментариев нет:

Отправить комментарий