https://app.luminpdf.com/viewer/5f0b575ea8fdd000134d0a20
გაკვეთილი N2
https://app.luminpdf.com/viewer/5f0b61df7821ef0013333865
გაკვეთლი N3
https://app.luminpdf.com/viewer/5f0b60e181acbf001371b6da
გაკვეთილი N4
https://app.luminpdf.com/viewer/5f0b62ce2dda2f0014b9fbe4
გაკვეთილიN5
https://app.luminpdf.com/viewer/5f0b632581acbf001371b71b
გაკვეთილი N1
გარე დაკვირვების გაკვეთილის რეფლექსიa
2020 წლის 25 თებერვალს ჩავატარე გარე დაკვირვების გაკვეთილი მეცხრე კლასში თემაზე:
ბუნების ძალები
გაკვეთილის მიზანი იყო: „ მოსწავლემ შეძლოს სხეულთა ურთიერთქმედების სწორად აღწერა და არსის გაგება-გააზრება; შესაბამისად ბუნებაში არსებული ძალების ჩამოთვლა და მათი კლასიფიკაცია; ნამუშევრების წარმოდგენა პრეზენტაციით.
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.“
ჩემი მოსწავლეები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან. კლასში არ მყავს სსმ მოსწავლე.
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი იყო მიზანთან შესაბამისი და შედეგზე ორიენტირებული. გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები აღმოჩნდა სწორად შერჩეული, რადგან უზრუნველყო მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია და სრული ჩართულობა. მათ მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჰქონდათ თვითგამოვლენის საშუალება. გაკვეთილზე შექმნილი მქონდა ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო, შევეცადე ჩემსა და მოსწავლეებს შორის ყოფილიყო კეთილგანწყობილი და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობა. სასწავლო რესურსები და თვალსაჩინოებები იყო მიზნობრივად შექმნილი და მორგებული მოსწავლეთა შესაძლებლობებს. გაკვეთილის ეფექტური და მიზნობრივი დაგეგმვით მოსწავლეებმა თანმიმდევრულად იმუშავეს საგაკვეთილო მასალაზე და წარმატებულად შეასრულეს დავალებები. ჩემი გაკვეთილის მთავარი შედეგი მაინც ის არის, რომ მიზანს მივაღწიე, მოსწავლეებმა ორგანიზებულად და მოტივირებულად იმუშავეს მთელი საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში და ერთიანობაში გაკვეთილი საინტერესო და შინაარსიანი გამოვიდა.
▪ გაკვეთილი დავიწყე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით. გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკები.
▪ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის და გაკვეთილს თემისადმი დადებითი მოლოდინის შესაქმნელად გამოვიყენე აქტივობა „ ამქვეყნიური ძალები “, რომელმაც უზრუნველყო მოსწავლეთა სრული ჩართულობა.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გამოვიყენე აქტივობა „მზე და მთვარე.“ მოსწავლეებს ვთხოვე გაეხსენებინათ მათვის ნაცნობი ძალები და ნიუტონის კანონები, რის შემდეგაც ერთობლივად შევავსეთ ასოციაციური რუკა და ფორმულები დავიტანეთ ფორმატზე. აქტივობა გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით.
▪ მომდევნო აქტივობა უკვე მიმართული იყო ძალის, როგორც ურთიერთქმედების არსის გაგება- გააზრებისკენ . მოსწავლეები ჩაერთვნენ დისკუსიაში. ისინი აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს, მოჰყავდათ მაგალითები ბუნებაში არსებულ ძალებთან დაკავშირებით. დროდადრო ვსვამდი შეკითხვებს , რომელზეც მოსწავლეები აქტიურად მცემდნენ პასუხს. ჩემი მოსწავლეები აზერბაიჯენელი ბავშვები არიან, უჭირთ ქართულად მეტყველება, რაც ხშირად მათ დემოტივაციის მიზეზი ხდება. ვცდილობდი აქტივობის მსვლელობისას( და მთლიანად გაკვეთილის მანძილზე) ვერბალუირ და არაველბარული კომუნიკაციით წამეხალისებინა ისინი.
▪ ახალი თემის გაცნობამდე, გამოწვევის მიზნით, მოსწავლეებს ვთხოვე ექსპერიმენტის საშუალებით დაკვირვებოდნენ სხეულებზე მოქმედ ძალებს, ასევე გამოეყენებინათ ვირტუარული ლაბორატორია, მონაცემები ჩაენიშნათ ცხრილში. აქტივობისას მოხდა ჩამოთვლილი ძალების და ნიუტონის კანონების გადამოწმება ექსპერიმენტით.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ , ჩემი მოსწავლეები აზერბაიჯანელი ბავშვები არიან. ენობრივი ბარიერის გამო, მათ უჭირთ ფიზიკური ტერმინების არსის გაგება, ამისათვის მათ განმარტებები ჩამოვუწერე ფლიჩარტზე.
შემდეგი აქტივობა მიმართული იყო მოსწავლეთა მიერ ჩაწერილი მონაცემების ანალიზისა და კლასიფიკაციისკენ. მოსწავლეები ჯგუფებში ახდენდნენ მონაცემების ანალიზს, ექსპერიმენტის დროს ჩაწერილ მონაცემებს ხსნიდნენ ნიუტონის კანონებზე დაყრდნობით. მოჰყავდათ დამატებითი მაგალითები და ცდილობდნენ მოეხდინათ ურთიერთქმედების კლასიფიკაცია მათი ბუნებაში გამოვლინების მიხედვით. მაგ. მსოფლიო მიზიდულობის ძალა და სიმძიმის ძალა. ვასრულებდი ფასილიტატორის როლს, რათა მიმეცა შესაბამისი მითითებები.
ჯგუფური მუშაობის დასაწყისში არ ჩავთალე საჭიროდ დამატებით შემეხსენებინა დროის მენეჯმენტის შესახებ, რადგან სამუშაო არ იყო მოცულობითი, თუმცა აქტივობის მსვლელობისას მაინც მომიხდა დროის შეხსენება. უმჯობესი იქნებოდა მათთვის ეს აქტივობის დასაწყისშივე მეთქვა.
ნამუშევრების პრეზენტაციისას მოსწავლეებმა დაუშვეს რიგი უზუსტობები, რომელიც განმავითრებელი შეფასებისას ავღნიშნე, თუმცა უკეთესი იქნებოდა დაშვებულ შეცდომებზე მაშინვე მიმეცა უკუკავშირი, რათა მომხდარიყო მათი მხრიდან მომხდარიყო დაშვებული შეცდომის დროული გააზრება.
შემდეგი აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გამეცნო ოთხი ფუნდამენტური ძალა, რისთვისაც მომზადებული მქონდა სლაიდი შესაბამისი საინფორმაციო ტექსტით, თუმცა ტექნიკური მიზეზის გამო მომიხდა აქტივობის მცირედი მოდიფიცირება და მათვის ინფორმაციის მიწოდება ლექციური ტიპის აქტივობით. მოგვიანებით ხარვეზის გამოსწორება შევძელი და დავიხმარე სლაიდი.
გაკვეთილის შეჯამება მოხდა გრაფიკული მაორგანიზებლის საშუალებით. ამ აქტივობით შევძელი დამენახა, თუ როგორ შეძლებდნენ მოსწავლეები გაკვეთილზე მიღებული ინფირმაციის შეჯამებასა და დახარისხებას. თუმცა ზემოთ აღნიშნული ხარვეზის გამო შეჯამებისთვის გათვალისწინებული დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ შეჯამებისას ცხრილი მოსწავლეების კარნახით შევავსე მე.
▪ ბოლო აქტივობა იყო საშინაო დავალების მიცემა და ქვიზი. მივეცი შესაბამისი ინსტრუქციები მათ შესასრულებლად.
გაკვეთილი ძირითადად გეგმის მიხედვით წარიმართა. არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება. სასწავლო რესურსები ეფექტიანად გამოვიყენე დასახული მიზნის მისაღწევად.მოსწავლეთა უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. თუმცა რამდენიმე მოსწავლე დარჩა მსმენელის როლში და მინიმალურად ჩაერთო სასწავლო პროცესში, რაც ჩემი გაკვეთილის ხარვეზად მიმაჩნია. ვფიქრობ,შემეძლო უფრო მეტად დამებალანსებინა აქტიური და შედარებით პასიური მოსწავლეების მონაწილეობა აქტივობებში.
ვაანალიზებ რა ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილის , გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შევეცდები, გავიზიარო კოლეგების საუკეთესო პრაქტიკა, რათა შემდგომში თავიდან ავიცილო მსგავსი შემთხვევები.
საბოლოო ჯამში, ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი დიდ დახმარებას გამიწევს პროფესიულ ზრდაში.
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი: ცირა ასათიანი
27/02/2020წ.

Комментариев нет:
Отправить комментарий