სამუშაო შეხვედრა ქ.ბაქოში
საინტერესო და სამუშაო გარემო
შეხვედრების თემა:
" სტანდარტული და სამოდელო გაკვეთილის მიზნობრიბვად დაგეგვმა და გამოცდილების გაზიარება
ორგანიზატორი: ორგანიზაცია: "განათლების საერთაშორისო აკადემია IAE"
სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთკაში
ორგანიზატორი:ორგანიზაცია: "სოციალური შუქნიშანი"
შეხვედრების თემა: სტერეოტიპები
|
სამუშაო შეხვედრა სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში
თემა : ინოვაციური სწავლების მეთოდები
ორგანიზატორი:ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“
სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორის(
ქოუჩის) რეფლექსია სამუშაო შეხვედრებთან დაკავშირებით
სასწავლო პროცესში ელექტრული რესურსების
ხშირად გამოყენება მასწავლებლის პროფესიული
საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი პირობაა. რესურსი საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს და პასუხობდეს თანამედროვე
გამოწვევებს, რათა მასწავლებელმა შეძლოს სასწავლო პროცესის მუდმივი განვითარება. აქვე მინდა
გამოვყო ციფრული რესურსები, რომელიც საუკეთსოდ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ახლოს დგას მოსწავლეთა ინტერესებთან. მინდა ავღნიშნო, რომ ხშირად ვიყენებ
ციფრულ ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში. ეს იქნება ვებსაიტებზე განთავსებული სხვადასხვა
სიმულაციური თამაშები, თუ ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსები( ელექტრონული წიგნი,სლაიდ
შოუ, ვიქტორინები, კროსვორდები და სხვა.)
ჩემი კოლეგები, საუბრის დროს
ხშირად აღნიშნავდნენ, რომ უჭირდათ სხადასხვა
ელექტრულ პროგრამებში რესურსების შექმნა და მათი შემდგომი გამოყენება. აღსანიშნვია ის ფაქტორიც,რომ
მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების სავალდებულო აქტივობების
ჩამონათვალში აუცილებელი კომპონენტია საგაკვეთილო
დაკვირვება, რომელსაც მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს. პედაგოგის მიერ საგაკვეთილო დაკვირვების წარმატებით გავლის
შემთხვევაში მასწავლებელი მოიპოვებს კრედიტქულას, გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმებში კი ერთ ერთი
კომპონენტია: რესურსი.
სწორედ ამიტომ დავგეგმე და ჩავატარე სამუშაო
შეხვედრები თემაზე: „ ციფრული რესურსის შექმნა და გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“.
პირველი სამუშაო
შეხვედრა ჩატარდა-22/04/2019წ
Ø
მიზანი იყო:
ü მასწავლებელმა აიმაღლოს პროფესიული ცოდნა, გაეცნოს სხადასხვა ფორმატში შექმნილ ციფრულ სასწავლო რესურსებს;
ü გაეცნონ რესურსის
შექმნის ძირითად კომპონენტებს;
ü გაეცნონ რესურსის შეფასების კრიტერიუმების;
ü დავალება მომავალი
სამუშაო შეხვედრისთვის;
სამუშაო შეხვედრამ
ჩაიარა პოზიტიურ გარემოში. მე, როგორც ქოუჩმა მასწავლებელბს გავაცანი სამუშაო შეხვედრების
თემა და თითოეული შეხვედრის გეგმა,
რომელიც მხოლოდ ციფრული რესურსის შექმნას ითალისწინებდა, დისკუსიის შედეგად მოხდა ამ
გეგმის მცირედი მოდიფიცირება. კერძოდ მასწავლებებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ არა მარტო რესურსის შექმნაზე ემუშავათ, არამედ მომხდარიყო
ამ რესურსის მიზნობრივად ჩასმა გაკვეთილის
გეგმაში. მასწავლებელთა უმრავლესობა პრაქტიკოსი
მასწავლებელი იყო ( 5 მასწავლებელი), ხოლო ერთი მასწავლებელი ემზადებოდა გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩასატარებლად, ამიტომაც გაწერილ გეგმაში
დავამატეთ „რესურსის მიზნობრივად გამოყენება“ და ურთიერთდასწრება.
მასწავლებელებს გავაცანი რესურსის შექმნის სხვადასხვა
ელექტრონული ფორმატი: PowerPoint, ელექტრონული წიგნის შექმნისთვის ვებ გვერდი: storyjumper, კროსვორდებისა და სხადასხვა
შემაჯამებელი დავალებებისთვის ვებ გვერდი:https://learningapps.org/index.php?overview&s=&category=0&tool= ,
ვიდეოების მოდიფიცირებისთვის საჭირო პროგრამა movemaker. ერთობლივად გადავწყვიტეთ გვემუშავა სლაიდ შოუს
PowerPoint- ში შექმნაზე, რადგან ის იძლევა
ფორმატისა და სტილის არჩევანის საშუალებას.აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მასწავლებლებს
გავაცანი ციფრული რესურსის შემადგენელი კომპონენტები
და შეფასების კრიტერიუმები. ვიმუშავეთ ჩემს მიერ შეთავაზებული
სლადის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით შეფასებაზე, ასევე კომპონენტების რესურთან შესაბამისობაზე სხვადასხვა სლაიდის შემთვევაშიც. მასწავლებლები გაეცნენ მომავალი
შეხვედრის გეგმას და გადაინაწილეს დავალებები რომელიც უდა შესრულებინათ მომავალ სამუშაო
შეხვედრამდე( რესურსის თემის შერჩევა,შესაბამისი
ფოტო, ვიდეო მასალის მოპოვება, თემის შესაბამისი
ტექსტების შეგენა...)
სამუშაომ ჩაიარა პოზიტიურ გარემოში, მასწავლებელბი
გამოთქვამდნენ თვიანთ მოსაზრებებს და შეხედულებებს.
მეორე სამუშაო
შეხვედრა ჩატარდა-07/05/2019წ
Ø მიზანი იყო:
§ შესრულებული დავალების განხილვა და რესურსის შექმნა;
§ შესაბამისი გავეთილის გეგმაში რესურსის მიზნობრივად გაწერა და ურთიერთდასწრების
დაგეგმვა.
( კრიტიკული მეგობარი)
მეორე სამუშაო შეხვედრა დავიწყე რესურსის ძირითადი
კომპონენტების შეხსენებით, პარალელურად მასწავლებლები აკეთებდნენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას,
კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხდა უზუსტობებისა და შეცდომების დაფიქსირება,შესწორება.
მომდევნო ეტაპზე დავიწყეთ სასწავლო ციფრული რესურსის
შექმნა. მინდა ავღნიშნო, რომ ეს აქტივობა მასწავლებლებმა დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად
შეასრულეს. შემდგომ მოხდა მათი პრეზენტაცია და გაკვეთილის გეგმაში მიზნობრივად ჩასმა.
მასწავლებლებმა
დაგეგმეს გაკვეთილების ჩატარების თარიღები( ურთიერდასწრებისთვის), რომელიც ასევე სქემის
ფარგებში შიდაშეფასების ჯგუფისთვის წარსადგენი გაკვეთილებიც იყო.
სამუშაო შეხვედრა
აღმოჩნდა ნაყოფიერი, რაც შეხვედრის ბოლოს კოლეგებმაც აღნიშნეს.
მესამე სამუშაო შევედრა ჩტარდა-10/06/2019წ
ü
მასწავლებლების
მიერ, გაკვეთილზე გამოყენებული რესურსის შეფასება;
ü
მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა;
ü
მასწავლებელთა
ურთიერთშეფასება;
სამუშაო შეხვედრების უკუკავშირი.
მესამე სამუშაო შეხვერდა ჩატარდა სტანდარტული გაკვეთილების ჩატარების შემდგომ , რათა მომხდარიყო გამოყენებული რესურების შეფასება,
მოხდა ურთიერთდასწრების შედეგების ანალიზი.
შეხვედრაზე გამოვლინდა რესურსის გამოყენებისას
გამოკვეთილი პრობლემები და მოხდა ამ პრობლემის ანალიზი. მასწავლებლები მსჯელობდნენ , მოჰყავდათ არგუმენტები, გამოთქვამდნენ ვარაუდებს
და შესაბამისად იძიებდნენ პრობლემის გადაჭრის გზებს.
შეხვედრის ბოლოს მასწავლებლებმა შეავსეს სამუშაო
შეხვედრების უკუკავშირი შესაბამის ლინკზე:https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdZYhtgMbLSx6XC73Y2Jn8GsTNc8SeIeajStidqEoN9JyG_rQ/viewform ინდივიდუალურად.
შეჯამება: მასწავლებლის მიერ შექმნილი, კლასის თავისებურებებსა და მზაობაზე მორგებული რესურსი, წარმატებული გაკვეთილის
და მიზანის შესაბამისი შედეგების უტყუარი გარანტიაა. სამუშაო შეხვედრებმა ჩაიარა პოზიტიურ სამუშაო გარემოში.ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრები მორგებული
იყო მათ საჭიროებებზე . მასწავლებლებმა ისწავლეს ციფრული რესურის შექმნასა და მისი
სწორად, მიზანმიმართულად გამოყენებაზე საგაკვეთილო პროცესში. შედეგად კი მიიღეს გაკვეთილის შეფასების ამ კომპონენში
მაღალი შეფასება. თითოეულმა შეავსო შეხვედრების
უკუკავშირი.
2.სამუშაო შეხვედრა 2019წ
2.სამუშაო შეხვედრა 2019წ
სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორის(
ქოუჩის) ცირა ასათიანის რეფლექსია, სამუშაო
შეხვედრებთან დაკავშირებით
საგანმანათლებლო რეფორმა და მისი სწორედ წარმართვა, მომავალში ხელს
შეუწყობს ჩვენი მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას და მთლიანად დამოკიდებულია
სასწავლო პროცესის სწორად წარმართვაზე,აქ კი ერთერთი ძირითდი აქტივობა კი გაკვეთილია. გაკვეთილის
ჩატარების აუცილებელი ასპექტი კი გაკვეთილის
სწორედ დაგეგმვაა. ჩემი კოლეგები, საუბრის დროს ხშირად აღნიშნავდნენ, რომ
უჭირდათ გაკვეთილის გეგმის შედგენა, მიზნის
სწორედ განსაზღვრა , დაკავშირება ეროვნული სასწავლო გეგმით გათალისწინებულ სტანდარტებთან. აღსანიშნვია ის ფაქტორიც,რომ
მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების სავალდებულო აქტივობების
ჩამონათვალში აუცილებელი კომპონენტია საგაკვეთილო
დაკვირვება, რომელსაც მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს. პედაგოგის მიერ საგაკვეთილო დაკვირვების წარმატებით გავლის
შემთხვევაში მასწავლებელი მოიპოვებს კრედიტქულას.
სწორედ
ამიტომ დავგეგმე და ჩავატარე სამუშაო შეხვედრები თემაზე: „ სტანდარტული გაკვეთლის გეგმის შედგენის ძირითადი
ასპექტები“
პირველი სამუშაო
შეხვედრა ჩატარდა-20/10/2019წ
მეოერე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა-27/10/2019წ
მეამე სამუშო შეხვედრა ჩატარდა- 3/11/2019წ
Ø
მიზანი იყო:
ü მასწავლებელმა აიმაღლოს პროფესიული ცოდნა.
ü გაეცნონ გაკვეთილის
გეგმის ძირითად კომპონენტებს;
ü გაეცნონ შეფასების
კრიტერიუმების;
პირველი სამუშაო
შეხვედრა:20/10/2019წ
სამუშაო შეხვედრამ
ჩაიარა პოზიტიურ გარემოში. მე, როგორც ქოუჩმა მასწავლებელბს გავაცანი სამუშაო შეხვედრების
თემა და თითოეული შეხვედრის გეგმა,
დისკუსიის შედეგად მოხდა ამ გეგმის მცირედი მოდიფიცირება. კერძოდ მასწავლებებმა გამოთქვეს
მოსაზრება, რომ შეფასების კრიტერიუმებთან ერთად
გვემსჯელა განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზეც.მასწავლებელთა უმრავლესობა
პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო ( 7 მასწავლებელი), აქვე მინდა ავღნიშნო რომ ისისნი აზერბაიჯანელი
მასწავლებლები არიან და გაკვეთილის გეგმები აზერბაიჯანულ ენაზე უნდა შეესრულებინათ,
მიუხედავად ამისა სამუშაო შეხვედრები საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა.
მასწავლებელებს გავაცანი გაკვეთილის მიზნის კონსტრუირების ფორმატი. ავღნიშნეთ, რომ აუცილებელი იყო ეროვნულ
სასწავლო გეგმასთნ მიზნის შესაბამისობა ინდიკატორების მიხედვით მოსალოდნელი შედეგების
გაწერა,ამისთვის დავიყავით ჯგუფებად ( საგნების
მიხედვით) და ჯგუფებში ეღტობლივი მუშაობის
შდეგად პეზენტაციით წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები. რის შემდეგაც გაიმართ დისკუსია. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მასწავლებლებს
გავაცანი შეფასების კრიტერიუმები. მასწავლებლები გაეცნენ მომავალი შეხვედრის გეგმას და გადაინაწილეს დავალებები რომელიც უდა შესრულებინათ მომავალ სამუშაო
შეხვედრამდე( აქტივობების გაწერა გეგმის მიხედვით)
სამუშაომ ჩაიარა პოზიტიურ გარემოში, მასწავლებელბი
გამოთქვამდნენ თვიანთ მოსაზრებებს და შეხედულებებს.
მეორე სამუშაო
შეხვედრა ჩატარდა-27/10/2019წ
Ø მიზანი იყო:
§ შესრულებული დავალების დეტალური
განხილვა
( კრიტიკული მეგობარი)
·
განმავითაარებელი
და განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტების დეტალური განხილვა.
მეორე სამუშაო შეხვედრა დავიწყე გეგმის აქტივობების
დეტალური განხილვით.პარალელურად მასწავლებლები
აკეთებდნენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას, კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხდა
უზუსტობებისა და შეცდომების დაფიქსირება,შესწორება.
მომდევნო ეტაპზე დავიწყეთ მსჯელობა
განმავითარებელი და განმსაზვრელი შეფასებაზე. მასწავლებლებმა დამოუკიდებლად, ჯერ განმავითრებელი
, შემდეგ განმსაზღვრელი შეფასება მისცეს კოლეგებს.
მასაწვლებლებმა
გადაინაწილეს თემები მომდევნო შეხვედრისთის სტანდართული გეგმების სრულყოფილად წარმოდგენისთვის.
სამუშაო
შეხვედრა აღმოჩნდა ნაყოფიერი, რაც შეხვედრის ბოლოს კოლეგებმაც აღნიშნეს.
მესამე სამუშაო შევედრა ჩტარდა-3/11//2019წ
ü
მასწავლებლების
მიერ განმავითარებელი შეფასების ერთერთი ფორმის
-უკუკავშირის წერილობით წარმოდგენა;
ü
მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა;
ü
მასწავლებელთა
ურთიერთშეფასება; ( წერილობითი უკუკავშირი)
სამუშაო შეხვედრების უკუკავშირი
მესამე სამუშაო შეხვერდა ჩატარდა სტანდარტული გაკვეთილის გეგმმის განხილვით,. მასწავლებლებმა წარმოადგინე
თავიანთი გეგმები პრეზენტაციით, რათა მომხდარიყო გეგმების შეფასება წერილობით უკუკავშირის სახით. მსჯელობდნენ , მოჰყავდათ არგუმენტები, გამოთქვამდნენ ვარაუდებს
და შესაბამისად იძიებდნენ პრობლემის გადაჭრის გზებს.
შეხვედრის ბოლოს მასწავლებლებმა შეავსეს სამუშაო
შეხვედრების უკუკავშირი
შეჯამება: მასწავლებლის მიერ შექმნილი, კლასის თავისებურებებსა და მზაობაზე მორგებული გაკვეთილის გეგმა, წარმატებული გაკვეთილის და მიზანის
შესაბამისი შედეგების უტყუარი გარანტიაა. სამუშაო შეხვედრებმა ჩაიარა პოზიტიურ სამუშაო გარემოში. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრები მორგებული
იყო მათ საჭიროებებზე . მასწავლებლებმა გაიღრმავეს
ცოდნა გაკვეთილის დაგეგვისას მიზნის სწორად კონსტრუირებაზე, განმავითარებელი და განმსაზღვრელი
შეფასების გამოყენებაზე, და შეფასების კრიტერიუმების მორგება მოსწავლეთა საჭირობაზე. თითოეულმა შეავსო შეხვედრების უკუკავშირი.
Комментариев нет:
Отправить комментарий